binaze movlis samsaxuri

ბინაზე მოვლის სამსახური 2008 წლიდან განახლებული სახით ამუშავდა, რადგან მოწყალების დები, რომლებიც ჩაებნენ მოვლის პროცესში ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები არიან.

 

დღის განმავლობაში თითოეულ მოწყალების დას 3 - 4 სხვადასხვა სიმძიმის პაციენტთან უწევს მისვლა და საქმიანობა. ისინი, შეძლებისდაგვარად, სამედიცინო მოვლის არდა, სხვადასხვა მზრუნველობით საქმიანობასაც ანხორციელებენ.

 

ბინაზე  მოვლის სამსახურის პაციენტები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.  მოწყალების დებს, ძირითადად, სხვადასხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტებთან უწევთ სიარული. მათ უმრავლესობას უმწეო მოხუცები შეადგენენ, თუმცა პალიატიური მზრუნველობის დახმარების გაწევა უხდებათ ინკურაბელურ ბავშვებთანაც.

 

2010 წლიდან კიდევ უფრო გაფართოვდა ბინაზე მოვლის სამსახური, რადგან გაიზარდა მოწყალების დების რაოდენობა.