misia da xedva

მისია 
ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის მისია მდგომარეობს სულიერად, მორალურად და ცოდნით კარგად მომზადებული, ავადმყოფის მოვლის საკითხებში გათვითცნობიერებული, სამედიცინოს სფეროს კადრის მომზადებასა და სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე მდგომი იმ ადამიანების ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურ უზრუნველყოფაში, რომლებიც ინკურაბელურ ავადმყოფთა ჯგუფს განეკუთვნებიან.

ხედვა

საქართველოში მიმდინარე სამედიცინო სფეროს სრულყოფის პროცესმა, ამ სფეროში პაციენტის ძირეული და სამედიცინო მოვლის, როგორც მკურნალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის აუცილებლობა დაგვანახა. სტაციონარებში კარგად ჩატარებულ მკურნალობასთან თანხვედრაში არ მოდის ავადმყოფის მოვლა, რაც საბოლოო ჯამში მკურნალობის უეფექტობით სრულდება. დაკარგულია პაციენტის მოვლის ელემენტების ცოდნა, რომელიც აღსადგენია და კვლავ დასაბრუნებელი, როგორც ადამიანთა ზრუნვისა და თანადგომის და სამედიცინო სფეროს სრულყოფის აუცილებელი პირობა.

პროფესიული განათლება საშუალებას იძლევა დღეს არსებულ ვითარებაში მომზადდეს კვალიფიციური კადრი და შეივსოს მოვლის სფეროში არსებული სიცარიელე.