sasneulo saxli - hospisi

სასნეულო სახლი 2003 წლიდან არსებობს. მისი ძირითადა დანიშნულებაა ინკურაბელურ პაციენტთა მოვლა-მზრუნველობა. ხშირ შემთხვევაში სასნეულო სახლში ხვდებიან ისეთი პაციენტებიც, რომელთა მდგომარეობა სამედიცინო მოვლის მხოლოდ გარკვეული დროით ჩართვას მოითხოვს, მაგალითად ქირურგიული ჩარევის შემდეგი პერიოდი, რომელიმე ქრონიკული დაავადების გამწვავების ფაზა და... ასევე, სასნეულო სახლში გადმოჰყავთ ის პაციენტები, რომელთაც ბინაზე მოვლის სამსახურის მოწყალების დების და სასნეულო სახლის ექიმის შეფასებით სჭირდებათ 24-საათიანი მოვლა-მზრუნველობა.

 

თავდაპირველად მხოლოდ 4 საწოლი და შესაბამისი რაოდენობით პაციენტების მიღების საშუალება არსებობდა. დღეს უკვე შესაძლებელია 6-7 პაციენტის მიღება. პაციენტების ნაწილს მონაზვნები შეადგენენ.

 

სასნეულო სახლში მხოლოდ პაციენტ ქალებ ემსახურებიან. დღის განმავლობაში 2 მოწყალების და უძღვება სამედიცინო მოვლისა და მზრუნველობის პროცესს, ღამე ერთი მოწყალების და მორიგეობს.

 

სასნეულო სახლში მოხვედრილ პაციენტებს უტარდებათ ექიმის კონსულტაციები. პაციენტებს ემსახურებიან სხვადასხვა პროფილის კონსულტანტები: ონკოლოგი, ქირურგი, ქიმიოთერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ექიმი-ლაბორანტი და სხვა.

 

სასნეულო სახლის მუდმივი სამედიცინო მეთვალყურე არის სასნეულოს ექიმი.

 

 

ლაბორატორია

 

აღსანიშნავია, რომ სასნეულო სახლში არსებობს მინი ლაბორატორია, სადაც სასასნეულო სახლისა და ზოგ შემთხვევაში ბინაზე მოვლის სამსახურის პაციენტებისათვის ექიმი-ლაბორანტი საჭიროებისამებრ აკეთებს სისხლის და შარდის საერთო ანალიზებს, გლუკოზის კვლევას სისხლში.