siaxleebi

გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციის SES-ის წევრის, ქალბატონი მარლის ბარტკიევიჩ-შმიდის სტუმრობა.

2011 წლის 19 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით,  ა(ა)იპ  `ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის' პროფესიულ კოლეჯში სტუმრობდა  გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციის SES-ის წევრი, პროფესიით ექთანი_პედაგოგი და ექსპერტი პალიატიურ მზრუნველობასა და საექთნო მოვლის საფუძვლებში ქალბატონი მარლის ბარტკიევიჩ-შმიდი. მან 5 კვირის განმავლობაში მოწყალების დებს და პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია-პრაქტიკულები პალიატიური მზრუნველობის საექთნო საფუძვლებსა და ძირეული საექთნო მოვლის საკითხებში. პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობდა, როგორც ბინაზე მოვლის სამსახურის პაციენტებთან, ასევე სასნეულო სახლში _ ჰოსპისში. მან გადასცა შესაბამისი სერტიფიკატები, როგორც მოწყალების დებს, ასევე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს.

ქალბატონი მარლისი 5 კვირა ცხოვრობდა ჩვენს მოწყალების ცენტრში. მას ჰქონდა სტუდენტებთან  და მოვლის საქმის კოორდინატორთან და კურატორთან ერთად მოლოცვითი მოგზაურობები, როგორც თბილისში ასევე ქალაქგარეთ. 

ქალბატონი მარლისი კვლავ ჩამოვა საქართველოში 2012 წელს გამოცდილების გასაზიარებლად და პალიატიურ მედიცინაში სიახლეებს მომავალშიც გააცნობს ჩვენს სტუდენტებს.