siaxleebi

ტრენინგი ბოდბის დედათა მონასტერში

2016 წლის 5 - 7 აგვისტოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგის ფარგლებში ბოდბის დედათა მონასტერმა ფერისცვალების მონასტრის მოწყალების ცენტრს უმასპინძლა.
6 აგვისტოს - ფსიქოლოგმა ნინო აბდუშელიშვილმა მოწყალების დებთან  ერთად განიხილა სამოტივაციო ინტერვიურების საკითხი.
7 აგვისტოს- ფსიქიატრმა ქეთევან აბდუშელიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა,ჯანსაღი პიროვნება და ასაკობრივი განვითარების კრიზისები, კრიზისის არსი და მასთან გამკლავების რესურსები.
მოწყალების ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ წირვას და მონაწილეობა მიიღეს წმინდა ნინოს პარაკლისში. თბილისის ცხელი დღეების შემდეგ, ბოდბის მონასტრის სიმყუდროვე და გულისხმიერი მასპინძლობა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.