siaxleebi

ექთანთა საერთაშორისო დღე 2013 წლის 12 მაისი

ექთანთა საერთაშორისო დღე: 2013 წელს 12 მაისს ექთანთა ასოციაციის ეგიდით მოწყალების ცენტრში აღინიშნა. ასოციაციის სახელით ქალბატონმა ქეთევან გარსევანიშვილმა ჩვენს სამსახურს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი შემოსწირა. ფერისცვალების მონასტრის მოძღვარმა დეკანოზმა  იოსებმა სამადლობელი პარაკლისი აღავლინა და დალოცა ამ მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიის ადამიანები. შეხვედრამ დარეჯანის სასახლეში გადაინაცვლა, სადაც საუბარი გაიმართა ამ დარგში არსებული პრობლემებისა და გადადგმული სასიკეთო ნაბიჯების ირგვლივ.