siaxleebi

ტრენინგი “გარეგანი ზემოქმედებების გამოყენება მოვლის სფეროში”

2015წლის 11მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, ქალბატონებმა მარიანა კრაიერმა და ტერეზ ბეერიმ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი “ გარეგანი ზემოქმედებების გამოყენება მოვლის სფეროში”. ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. სტუდენტები გაეცნენ სამკურნალო მცენარეებს და მათ სხვადასხვამხრივ გამოყენებას. ასევე ეთერზეთების გამოყენებას სამკურნალო მიზნით, მათ შეზელვას და განაწილებას. 
ტრენინგმა თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.