siaxleebi

ქართველი ექსპერტები გერმანიაში

2012 წლის 21 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით ()იპსაქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრისორი თანამშრომელი, ბინაზე მოვლის სამსახურის კოორდინატორი თამარ კვიჟინაძე და სასნეულო სახლის - “ჰოსპისისსუპერვაიზერი რუსუდან კახიანი გერმანიაში სასწავლო პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ.

ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაციის SES_ის და ამავე ორგანიზაციის წევრის ქალბატონ მარლის ბარტკიევიჩ-შმიდტის ძალისხმევით შედგა. ქართველმა ექპერტებმა შტუდგარტის, ესსლინგენის და უნტერმარხთალის ჰოსპისები და მოხუცებულთა თავშესაფარი მოინახულეს.

პირველი ორი კვირა  სასწავლო პრაქტიკა უნტერმარხთალისMaria Hilf”-ის მოხუცებულთა პანსიონატსა და მასთან არსებულ ჰოსპისში გაიმართა. 

პანსიონატი ორიენტირებულია როგორც გერიატრიული, ასევე ონკოლოგიური და სხვადასხვა ნოზოლოგიით დაავადებულ პაციენტთა მოვლა-მზრუნველობაზე. შენობის თითოეული სართული ინდივიდუალურად განკუთვნილი იყო ერთი ნოზოლოგიით დაავადებულ პაციენტთათვის.

ესლინგენის ჰოსპიტალის პალიატიურ განყოფილებაში მათ შეხვედრები ჰქონდათ მობილურ გუნდებთან - პაციენტებთან და მედპერსონალთან.

შტუდგარდის ჰოსპისში კი სასწავლო პრაქტიკის კურსი ფიზიოთერაპიისა და ერგოთერაპიის საფუძვლების შესწავლას დაეთმო.

ქართველი ექსპერტები არამარტო თეორიულ კურს გადიოდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართული ამ დაწესებულებათა ყოველდღიურ საქმიანობაში.