siaxleebi

SES -ის ექსპერტი თბილისში

2012 წლის ივნისში (11.06-29.06)  ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის“ პროფესიულ კოლეჯში პალიატიური მზრუნველობის საექთნო საქმის ინტენსიური კურსი მეორედ  ჩატარდა, რომელსაც გერმანული ორგანიზაციის SES -ის ექსპერტი პალიატიური მზრუნველობის ექთანი-ექსპერტი ქალბატონი მარლის ბერტკევიჩ-შმიდტი უძღვებოდა.  

კურსის თემატიკა:

·         პალიატიური მზრუნველობის ისტორიული ექსკურსი

·         მასლოუ, ადამიანებს შორის საჭირო კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა

·         პალიატიურ მზრუნველობასა და ჰოსპისს შორის განსხვავებები.

·         მუშაობა ჰოსპისში

·         არტთერაპია და ფიზიოთერაპია პალიატიურ მზრუნველობაში

·         სულიერება პალიატიურ მზრუნველობაში

·         ელიზაბეტ კლუბერ- როსსის 5 საფეხურიანი სიკვდილის მიღების ფაზები

·         სიმპტომების კონტროლი: რესპირაცია, პირის ღრუს მოვლა, ტკივილის მართვა, შფოთვა-მოუსვენრობა

·         მწოლიარე ავადმყოფის პირადი ჰიგიენა და მოვლა.