siaxleebi

ტრენინგი ერგოთერაპიასა და კინესთეტიკაში

2014 წლის 28 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით “მოწყალების ცენტრში” სტუმრად იმყოფებოდნენ ქალბატონები შვეიცარიიდან, პროფესიონალები მოვლის სფეროში: მარიანა კრაიერი და ტერეზ ბეერი. ეს მათი პირველი ვიზიტი არ გახლავთ. ისინი საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ და სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარეს ტრენინგი, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მოწყალების დებისთვისაც. ტრენინგის მიზანი იყო: სამკურნალო მცენარეების გაცნობა, საკვები პროდუქტების გამოყენება სამკურნალო მიზნებით; სახვევების, საფენების, კომპრესებისა და აბაზანების გაკეთება; მალამოებისა და ზეთების დამზადება სახლის პირობებში; სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ზეთებისა და მალამოების შეზელვა; კინესთეტიკის პრინციპების გამოყენება პრაქტიკაში. 
ჩვენმა ტრენერებმა ბინაზე მოვლის სამსახურის პაციენტებიც მოინახულეს და მათთან მოახდინეს სხვადასხვა პროცედურის დემონსტრირება.
ამასთან ერთად, მივიღეთ უამრავი საჩუქარი ჰოსპისისა და ბინაზე მოვლის სამსახურის პაციენტებისთვის, WELEDA-ს ფირმის მალამოები, ზეთები, მცენარეები.