siaxleebi

ტრენინგი კინესთეტიკასა და ფიზიოთერაპიაში

05.10.2015წ.-დან 15.10.2015წ.-მდე პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი. 

ამჯერად, ბინაზე მოვლის სამსახურის თანამშრომლების - მოწყალების დების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვიზრუნეთ. 
ტრენინგი ქალბატონებმა მარიანა კრაიერმა და ბეატრის კოლერმა ჩაატარეს. ისინი 2 კვირის განმავლობაში გვაცნობდნენ კინესთეტიკისა და ბობათის კონცეფციებს, ფიზიოთერაპიის ელემენტებს, სამკურნალო ფიზკულტურას, სუნთქვით თერაპიას, სიახლეებს ამ სფეროებში, რისი გამოყენებაც სახლის პირობებშიც შეუძლია მედდას. ტრენინგზე განხილულ იქნა პაციენტების ინდივიდუალური შემთხვევები, თითოეულ მათგანთან შედგა სამოქმედო გეგმა და დაისახა ინდივიდუალური აქტივობები. მოწყალების დებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.