siaxleebi

უნგრელი ექსპერტების სტუმრობა

22.05.2013 წელს უნგრეთიდან ჩამოსულმა პალიატიური მედიცინის ექსპერტებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე "პალიატიური მკურნალობისა და მზრუნველობის განვითარება უნგრეთის ჰოსპისებში ბოლო ათწლეულში". პრეზენტაციას დაესწრნენ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები და ჰოსპისისა და ბინაზე მოვლის სამსახურის კოორდიტატორები რუსუდან კახიანი და თამარ კვიჟინაძე. ჩვენს სამსახურში უკვე მერამდენედ ხორციელდება უნგრეთის ჰოსპისის მესვეურებისაგან გამოცდილების გაზიარება. ქალბატონი კატალინ მუზბეკი ერთ-ერთი პიონერია პალიატიურ მედიცინაში ქართველი კოლეგების  გადამზადებასა და ტრენინგების ჩატარებაში. იგი 2001 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს და ხელს უწყობს  ფერისცვალების დედათა მონასტერში ამ საქმიანობის განვითარებას.